სტივ მაკლარენი: "ლივერპულმა" კოუტინიოს შემცვლელად ალექსის სანჩესი უნდა შეიძინოს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა The Liverpool Echo-ს განუცხადა, რომ "ლივერპულმა" ფილიპე კოუტინიოს შემცვლელად "არსენალის" ფორვარდი ალექსის სანჩესი უნდა შეიძინოს:

"ლივერპულს" ძალიან გაუჭირდება ფილიპე კოუტინიოს შემცვლელის მოძებნა. მე ყურადღებას ალექსის სანჩესს მივაქცევდი, რომელიც გუნდის გამოცვლას აპირებს.

160 მილიონი ფუნტი დიდი ფულია. ამ ფულით ბევრი ფეხბურთელის ყიდვა შეიძლება, მაგრამ "ლივერპულს" კოუტინიოს დონის მოთამაშის დამატება სჭირდება.

მე "ენფილდზე" სანჩესის მოსვლა წარმომიდგენია. მას შეუძლია ფილიპეს შეცვლა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული