ანტონიო კონტე: დავიდ ლუისს და მიში ბატშუაის შეუძლიათ წავიდნენ

AutoSharing Option
"ჩელსის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ტელეგრაფს" განუცხადა, რომ თუ მცველს დავიდ ლუისსა და თავდამსხმელ მიში ბატშუაის გუნდის გამოცვლა სურთ, პრობლემას არ შეუქმნის:

"თავად ვთამაშობდი ფეხბურთს და მშვენივრად მესმის, ყველას უნდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა. ჩემთვის კი მთავარია ჩემს გუნდში ყველა თავდაუზოგავად ირჯებოდეს. ამიტომ არავის ძალად გაჩერებას არ ვაპირებ.

ამასთან, იმხელა სათადარიგოთა სკამი არა მაქვს, რომ შემცვლელის მოძებნის გარეშე ვინმე გავასხვისო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული