"ვესტ ბრომვიჩის" ანტირეკორდი პრემიერლიგაში

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი "ვესტ ბრომვიჩი" გასულ ტურში ლონდონში "ვესტ ჰემთან" 2:1 დამარცხდა, რაც ალბიონელთათვის ზედიზედ მე-20 მოუგებელი შეხვედრა აღმოჩნდა.

ამ ანტირეკორდით ალან პარდიუს გუნდი მეოთხე ადგილს, "ნოტიმგემთან" და "ასტონ ვილასთან" ერთად იყოფს.

ყველაზე დიდი ანტირეკორდი კი პრემიერლიგის ისტორიაში "დერბის" აქვს დაფიქსირებული, რომელმაც 2007/08 წლების სეზონში მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმა.

მეორე პოზიციას - "სანდერლენდი", ხოლო მესამე ადგილს "ნორვიჩი" იკავებს.

"ვესტ ბრომვიჩი" პრემიერლიგის მორიგ ტურში, 13 იანვარს საკუთარ მოედანზე "ბრაიტონს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია dailymaili-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული