არსენ ვენგერი: დაცვაში ამდენი შეცდომის დაშვება არ შეიძლება

AutoSharing Option
ინგლისის თასის მესამე რაუნდში "არსენალი" გასვლაზე 2:4 დამარცხდა ჩემპიონლიგაზე მე-14 ადგილზე მყოფ "ნოტინგემ ფორესტთან" და გათამაშებას გამოეთიშა. "მეთოფეებს" ამ ტურნირზე ქვედადივიზიონურ გუნდთან 4 გოლი ბოლოს 1908 წლის 16 იანვარს "ჰალთან" გაუშვიათ (1:4).

ნამატჩევს "კანონირების" თავკაცმა არსენ ვენგერმა კომენტარი გააკეთა:"წარუმატებელი შეხვედრა იყო, ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. მეტოქემ შეტევაში კარგად ითამაშა. ორთაბრძოლებში დავმარცხდით და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი. ვერ ვივარგეთ.

ოთხშაბათს მორიგი შეხვედრა გვაქვს და ასეთი შემადგენლობა ამიტომ დავაყენე. წაგების შემდეგ მუდამ მისვამენ შემადგენლობაზე კითხვას. გამოცდილი სასტარტო შემადგენლობა გვყავდა, 8 თუ 9 ფეხბურთელი
ნაკრებში თამაშობს. ადვილია ყველაფრის შემადგენლობაზე დაბრალება.

ასეთი გუნდის დამარცხება ძნელია. დაცვაში ამდენი შეცდომის დაშვება არ შეიძლება. მეორე პენალტისთვის არ მიყურებია. მსაჯებზე რაც სათქმელი იყო, ყველაფერი ვთქვი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვენგერ წადი, უნამუსო
1

სიახლეები პოპულარული