დალია თუ არა გვარდიოლამ გამარჯვების შემდეგ "ბრისტოლის" მწვრთნელთან არაყი?

AutoSharing Option
პატარა სასწაულებს ახდენს ამ სეზონში "ბრისტოლი", ჩემპიონლიგაზე მეოთხე ადგილზეა და პრემიერლიგაზე გადასვლისთვის იბრძვის და ლიგის თასზეც წარმატებით ასპარეზობს. ჯერ "კრისტალ პალასი" დაამარცხა, შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" და ნახევარფინალში პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს უგებდა "ეტიჰადზე" "მანჩესტერ სიტის", მაგრამ ნაანტრაქტევს კევინ დე ბრიუნემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-2 წუთზე შეცვლაზე შესულმა სერხიო აგუერომ გამარჯვების გოლი გაიტანა, თავის გუნდს გამარჯვება 2:1 მოუპოვა და ყველაფერი 23 იანვარს განმეორებით მატჩში გადაწყდება.

გეხსომებათ უთუოდ, "მანჩესტერთან" შეხვედრის წინ "ბრისტოლის" 36 წლის მენეჯერმა ლი ჯონსონმა
მეტოქე გუნდის მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან დასალევად 450 ფუნტად ღვინო შეიძინა, მაგრამ პორტუგალიელი ნამატჩევს არ გაუჩერდა და როგორც ლიმ თქვა, ღვინო მეკარეების მწვრთნელმა დალია, ხოლო თუ "მანჩესტერ სიტის" თავკაცი პეპ გვარდიოლა არ იუკადრისებდა, თავის გამოხდილ არაყს შესთავაზებდა. საინტერესოა, დათანხმდა თუ არა პეპი ლის არყის დალევაზე, თუ ეს "საქმე" 23 იანვრისთვის გადადეს?

აღსანიშნავია, რომ "ბრისტოლს" მანჩესტერში საქომაგოდ 7 680 გულშემატკივარი წაყვა და სტუმართა გუნდის ამდენი გულშემატკივარი "ეტიჰადზე" თამაშს არასოდეს არ დასწრებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული