ინგლისის ლიგის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ჩელსის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "არსენალთან" ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, რასაც ვერ ვიტყვით მის ვიზავიზე არსენ ვენგერზე, რომელმაც ექსპერიმენტალური შემადგენლობა დაუპირისპირა. მან ტრავმირებული იოზილი ვერ ათამაშა და სანჩესი მხოლოდ 66-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
მატჩი დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა, პირველი მომენტი მხოლოდ 45-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ივობის დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია, მერე კი ალონსოსთან ბრძოლაში მეიტლენდ-ნაილზი წაიქცა საჯარიმოში, მაგრამ მსაჯმა ატკინსონმა პენალტი არ დანიშნა.
მეორე ტაიმში მასპინლები ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ, შედეგად, 0:0 და ყველაფერი 24 იანვარს
განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება.