"არსენალის" დამარცხების შემდეგ "ნოტინგემის" მცველს მეუღლემ ლეკვი აჩუქა, რომელსაც "კანონირი" დაარქვეს

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, ინგლისის თასის 1/32 ფინალში "ნოტინგემ ფორესტმა" 4:2 დაამარცხა "არსენალი", ამ შეხვედრაში დუბლი 29 წლის ამერიკელმა მცველმა ერიკ ლიჰაიმ მიითვალა. მას ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ თანაგუნდელებმა ორი პენალტიდან არც ერთი არ დარტყმევინეს.

ნამატჩევს ერიკმა დაიჩივლა, რომ ამ სეზონში ჰეთ-თრიკის შესრულების შემთხვევაში მეუღლე ძაღლის ყიდვას დაპირდა და იმედგაცრუებულია.

ჰოდა, გულშემატკივართა თხოვნით, ლიჰაის თანამაცხედრემ ლეკვი აჩუქა, რომელსაც "კანონირი" დაარქვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული