ტრავმირებული გაბრიელ ჟეზუში საყიდლებზე სკუტერით გადაადგილდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი ფორვარდი გაბრიელ ჟეზუში ტრავმირებულია და საყიდლებზე სასიარულოდ დროც აქვს. გუშინ გაბრიელი ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში მობილური სკუტერით გადადგილდებოდა.

სხვათა შორის, ასეთი სკუტერით ის შარშან თებერვალშიც მოძრაობდა, მაშინაც ტრავმირებული იყო და გუნდის მწვრთნელს პეპ გვარდიოლას ალბათ, იმედი აქვს, რომ ეს ტრადიციად არ გადაიქცევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული