21:55 14-01-2018
"მანჩესტერ სიტი" აპრილის შემდეგ პრემიერლიგაზე პირველად დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა და ორივე გოლი მეკარეების შეცდომების შედეგად გავიდა: დებიუტში ალექს ოქსლეიდ - ჩემბერლენმა გაუტანა ედერსონს ბურთი, ხოლო მე-40 წუთზე ლეროი სანემ ლორის კარიუსს.
მეორე ტაიმი სტუმართა შეტევებით დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა სამჯერ მოახერხეს "ქალაქელთა" კარის დალაშქვრა (რობერტო ფირმინომ, სადიო მანემ და მოჰამედ სალაჰმა). ამის შემდეგ "წითლებს" ის დაემართათ, რაც ხშირად ემართებათ ხოლმე - შეხვედრის ბოლოსკენ შეცდომების დაშვება დაიწყეს და კინაღამ წყალში ჩაეყარათ ყველაფერი. ბერნანდო სილვამ და ილკაი გიუნდოგანმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს და მსაჯის საფინალო სასტვენმა იურგენ კლოპის გუნდს სულზე მიუსწრო.
ცნობისათვის, "მანჩესტერ სიტიმ" "ლივერპულს" "ენფილდზე" ბოლოს 2003 წელს მოუგო (2:1).
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული