"მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. 1:1-ზე ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, მაგრამ რამოდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ ანგარიში 1:4 გახდა. ასეთი რამე ხდება ხოლმე.
წავაგეთ, მაგრამ "ნიუკასლთან" მატჩამდე ძალების აღსადგენად ერთი კვირა გვაქვს. ამ გუნდთან, განსაკუთრებით აქ თამაში ძნელია. თუ რამოდენიმე ჩაგდებულ წუთს არ ჩავთვლით, მთლიანობაში ცუდად არ გვიასპარეზია. 1:4-ის მერე მდგომარეობის გამოსწორება ძნელი იყო.
ბოლო პრეს-კონფერენციებზე ხშირად მეკითხებოდით, ჩემპიონატი უკვე მოიგეთო, მე კი გპასუხობდით, არა - თქო".