"როდესაც ზლატანს "ინტერში" ვავარჯიშებდი, 29 წლის იყო. დროს ვერ შეაჩერებ. იბრამ ეს იცის. მას ესმის, რომ მისი, როგორც ტოპ-ფეხბურთელის კარიერა დასასრულს უახლოვდება.
იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ოცნებობდა, იბრძოდა, რათა კარიერა "მანიუში" მაღალ დონეზე დაესრულებინა. მუდამ იმეორებს, რომ სურს გუნდისთვის სასარგებლო იყოს. ვფიქრობ, ეს შეუძლია. მთავარია, მუხლმა პრობლემა არ შეუქმნას და ფიზიკურად მზადყოფნაში იყოს".