"ჩელსი" 37 წელს მიტანებული პიტერ კრაუჩის იჯარით აყვანას ცდილობს

AutoSharing Option
ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, "ჩელსის" მენეჯერი ანტონიო კონტე უკმაყოფილოა თავდამსხმელების ალვარო მორატასა და მიში ბატშუაის თამაშით და უნდა ეს პოზიცია გააძლიეროს.

გამოცემის მტკიცებით, "არისტოკრატებმა" ოფიციალურად მიმართეს "სტოკს" და პიტერ კრაუჩის იჯარით სეზონის ბოლომდე დათმობა სთხოვეს.

ორმეტრიანი კრაუჩი აპრილში 37 წლის ხდება და ამ სეზონში პრემიერლიგის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს იმსიგრძეა რომ ნელა ბერდება ))
Giorgi
09:46 19-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული