"ნორვიჩის" ფეხბურთელმა მოედანზე გადასულ ფანს სიგარეტი დაუბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩელსისა" და "ნორვიჩს" შორის ჩატარებული ინგლისის თასის მატჩის 120-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა ფორვარდი ალვარო მორატა გააძევა, რამაც ისე გააბრაზა "არისტოკრატთა" გუნდის ერთი გულშემატკივარი, რომ მოედანზე გადავიდა, სადაც სტიუარდებმა დააკავეს.

ამ ქომაგს მოედანზე სიგარეტის კოლოფი დაუვარდა, რომელიც სტუმართა გუნდის მცველმა ტიმ კლოზემ აიღო და მიაწოდა, ფანმა კი მადლობა გადაუხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული