"ბარნსლის" მფლობელი პატრიკ კრაინი კიბოთი გარდაიცვალა

AutoSharing Option
66 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა "ბარნსლის" მფლობელი პატრიკ კრაინი (სურათზე შუაში). კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრია მისი შვილი ჯეიმსი, ხოლო ოჯახი აქციების 20%-ის მფლობელია.

პატრიკმა სექტემბერში გამოსამშვიდობებელი ღია წერილით მიმართა გულშემატკივრებს:

„კიბო ვერაგი დაავადებაა და ყველას გთხოვთ პროფილაქტიკის მიზნით ხშირად გაესინჯოთ ექიმს. ცხოვრების დიდი ნაწილი უაზროდ გავატარე. ჩემთვის ოჯახი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა დამეთმო მისთვის. რა თქმა უნდა, „ბარნსლიც“ მნიშვნელოვანი გახლდათ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახსაც უყვარს კლუბი.

როდესაც კლუბი შევიძინე, მართვის უფლებას კ
არგა ხანი სხვებს ვაძლევდი,
რადგან საკუთარ საფეხბურთო კომპეტენციაში ეჭვი მეპარებოდა და არ მინდოდა თავი შემერცხვინა. ორჯერ წარმატებით ვიასპარეზეთ „უემბლიზე“. იქნებ ოდესმე გაგანდოთ საიდუმლო თუ როგორ მოვახერხეთ ეს.

რა თქმა უნდა, მთელი კლუბი ერთ მუშტად იყო შეკრული. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა გასულ სეზონში მიღწეული ერთიანობის შენარჩუნებას, რომელიც გადაედოთ ქომაგებს და მათ განუმეორებლად დაუჭირეს გუნდს მხარი.

რაც შეეხება ამ სეზონს, ვფიქრობ, გავძლიერდით. არა მგონია, სეზონის ბოლომდე ვიცოცხლო და დავინახო საბოლოო შედეგი. მატჩიდან მატჩამდე იმედით ვცოცხლობ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და მადლობას გიხდით მრავალი წლის მანძილზე გამოვლენილი სიკეთისათვის“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული