ალექსის სანჩესი მანჩესტერში 2-მილიონფუნტიან სახლში იცხოვრებს

AutoSharing Option
"არსენალიდან" "მანჩესტერში" გადასული ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ქალაქის ცენტრში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობს და 24 საათში 816 ფუნტს იხდის, თუმცა სახლი უკვე შეარჩია.

მას ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 350 ათასი დაუნიშნეს და თავს ბედნიერად გრძნობს. ახალი "ბენტლი" 150 ათასად შეიძინა და მალე თავისი თანანაკრებელი მეკარის, კლაუდიო ბრავოს მეზობლად დასახლდება, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს.

სახლში 5 საძინებელი ოთახი, ვიდეო და ტრენაჟორების დარბაზია, აქვს ბარი და ტერასა. ცალკეა მოწყობილი მისი ძვირფასი ავტომობილებისათვის გარაჟი.

დიდი ეზო ლამაზადაა მოწყობილი. შეუძლია ბარბექიუზე ახლობლები დაპატიჟოს და რაც მთავარია, თავისი
განუყრელი მეგობრები, ძაღლები - ატომი და ჰამბერი თავს კომფორტულად იგრძნობენ.

ჰო, მართლა, კინაღამ დაგვავიწყდა, სახლში ფორტეპიანოს გადაიტანს და შეუძლია თავისუფალ დროს დიდი კომპოზიტორების ნაწარმოებები დაუკრას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული