150 მილიონი ფუნტი ედენ აზარის სანაცვლოდ

AutoSharing Option
მანჩესტერ "სიტი" მზადაა ედენ აზარის სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა "მირორი" ავრცელებს.

მას შემდეგ რაც "ქალაქელებმა" ალექსის სანჩესი ვერ გადმოიბირეს, ისინი ბელგიელი შემტევის დამატების გეგმაზე გადაერთვნენ. წყაროს ცნობით, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი საწადელის მიღწევას ზაფხულში შეეცდება.

აზარის ტრანსფერით ასევე მადრიდის "რეალიცაა" დაინტერესებული. ფეხბურთელს "ჩელსისთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული