დაბრუნება წარსულში - ლეონარდო ულოა ისევ "თოლიებისთვის" შეუტევს

AutoSharing Option
31 წლის არგენტინელი ფორვარდი ლეონარდო ულოა იჯარის წესით "ბრაიტონში" დაბრუნდა. "ლესტერმა" სამხრეთამერიკელი შემტევი "თოლიებს" სეზონის ბოლომდე დაუთმო.

მიმდინარე სეზონში ულოას "მელიების" ფორმით ასპარეზობა თითქმის აღარ უხდებოდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმაც მისი იჯარით გაშვება გადაწყვიტა.

ვეტერანი ფორვარდი თავის ინგლისურ კარიერას სწორედ "ბრაიტონში" იწყებდა. ამ კლუბის მაისურით იგი 2 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელიც გახლდათ.

"მოგესალმებით, უკან, ლეონარდო! შენ დიდებულ წარმატებებს მიაღწიე, რაც აქედან წახვედი. თუნდაც ამის დასამტკიცებლად პრემიერლიგის ხსენებაც საკმარისია. ჩვენმა ფანებმა იციან, რომ ნამდვილი გოლების
მანქანა ხარ", - დაწერა სოციალურ ქსელში "ბრაიტონის" მწვრთნელმა კრის ჰიუტონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული