უცნაური ეპიზოდი მოხდა "ბრისტოლისა" და "მანჩესტერ სიტის" ინგლისის ლიგის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის დასრულების შემდეგ. სახელდობრ, მასპინძელთა გუნდის მცველმა ეიდენ "ფლინტმა "ქალაქელთა" მენეჯერს პეპ გვარდიოლას თავისი მაისურას მის Stone Island-ის ფირმის ქურთუკში გაცვლა სთხოვა.
პეპმა უარი უთხრა და ეს ამბავი ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, საპასუხოდ კი კატალონიელმა ქურთუკი საჩუქრად გაუგზავნა.
ცნობისათვის, Stone Island-ის ქურთუკი 312 ევრო ღირს, "ბრისტოლის" ფორმა კი - 45 ევრო.