მოურინიო: ფელაინის ვუთხარი: "კონტრაქტს ხელი მოაწერე და ხმა გაკმინდე"

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველ მარუან ფელაინის ტრავმაზე და მასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე ისაუბრა.

"გუშინ ვუთხარი, კონტრაქტს ხელი მოაწერე და ხმა გაკმინდე, ეს იქამდე გააკეთე, სანამ მწყობრში ჩადგომის ვადას შეიტყობ-მეთქი. ჩვენ მარუანი გვჭირდება. 21 თებერვალს ჩემპიონთა ლიგა იწყება, ის კი ალბათ, 2, 3, 4 ან 5 კვირა ვერ დაგვეხმარება. ზუსტად ვერ გეტყვით",-განუცხადა პორტუგალიელმა "გარდიანს".

ფელაინის "მანიუსთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი ყოველკვირეული ხელფასი 120 ათასი ფუნტია და მომატებას ითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული