"გუშინ ვუთხარი, კონტრაქტს ხელი მოაწერე და ხმა გაკმინდე, ეს იქამდე გააკეთე, სანამ მწყობრში ჩადგომის ვადას შეიტყობ-მეთქი. ჩვენ მარუანი გვჭირდება. 21 თებერვალს ჩემპიონთა ლიგა იწყება, ის კი ალბათ, 2, 3, 4 ან 5 კვირა ვერ დაგვეხმარება. ზუსტად ვერ გეტყვით",-განუცხადა პორტუგალიელმა "გარდიანს".
ფელაინის "მანიუსთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი ყოველკვირეული ხელფასი 120 ათასი ფუნტია და მომატებას ითხოვს.