პეპ გვარდიოლა: იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ არაჩვეულებრივად ვითამაშეთ

AutoSharing Option
პრემიერლიგის 26-ე ტურში სტუმრად "ბარნლისთან" ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ ასე შეაფასა:

"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ 1:0-ზე მეორე გოლის გატანა გვმართებდა. პრემიერლიგაზე გასვლითი შეხვედრის ბოლო 10 წუთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისე, კმაყოფილი ვარ. ყველაფერი შესანიშნავი იყო. ედერსონმა ორი კარგი სეივი განახორციელა. დანილომ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. ეს მას ეხერხება.

რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ არაჩვეულებრივად ვითამაშეთ. "ბარნლი" ყველაზე უფრო ბრიტანული გუნდია, ბურთის ჩაკიდება ეხერხება.

ფეხბურთის აზრი გოლია. როდესაც მომენტები გვქონდა, მეორე, მესამე და მეოთხე გოლები უნდა
გაგვეტანა. "ბარნლი" კი ამ სეზონში საოცარ რამეებს აკეთებს".

"ქალაქელებმა" გასული წლის აპრილის შემდეგ პირველად ვერ მოიგეს მატჩი, რომელშიც პირველებმა გაიტანეს გოლი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული