ჯოუი ბარტონი: "ოლდ ტრაფორდი" ტურისტული ცენტრია

AutoSharing Option
გუშინ "მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ დაიჩივლა, რომ საკუთარ მოედანზე გულშემატკივრები სათანადოდ არ უჭერენ მხარ,  "ბარნლის" 35 წლის ნახევარმცველმა ჯოუი ბარტონმა კი "დეილი სტარს" განუცხადა, რომ ეს პრემიერლიგის ზოგიერთი გუნდების პრობლემაა:

"დიახ, "ოლდ ტრაფორდი" ტურისტული ცენტრია, მაგრამ იგივე ხდება სხვა სტადიონებზეც. ახლა იქ ისეთი გულშემატკივრები არიან, რომელთაც როი კინი "კრევეტის სენდვიჩის ბრიგადას" უწოდებს. დიახ, "ოლდ ტრაფორდზე" ბევრი ტურისტია, მაგრამ "იუნაიტედს" გასვლით მატჩებზე საუკეთესოდ ქომაგობენ.

"ლივერპულის" ფანები თამაშის წინ You’ll Never Walk Alone-ს მღერიან და მხარდაჭერა ამით მთავრდება. რეალურად! თუ გოლი არ
გაიტანეს, არენაზე სიჩუმეა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ევროტურნირების ორიოდ შეხვედრას.

დამისახელეთ გუნდი, რომელსაც შესანიშნავად უჭერენ მხარს. ესეთები "კრისტალ პალასი" და მისნაირები არიან, რომლებიც პატარა სტადიონებზე ასპარეზობენ. როგორც კლუბი დიდ არენას ააშენებს, სიტუაცია მაშინვე უარესდება.

სენდვიჩით და კექსით პირგამოტენილი ხალხი როგორ გიგულშემატკივრებს? ახლა ფეხბურთზე ოჯახებით დადიან და თქვენმა მეუღლემ ეჭვი მაპარება ქომაგობით თავი მოიკლას. ასე არაა?"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული