ინგლისელმა მწვრთნელმა ნამატჩევს თანაშემწეს კბილები ჩამოუმტვრია

AutoSharing Option
ინგლისის მესამე დივიზიონში უცნაური ამბავი მოხდა - მწვრთნელმა თავის ასისტენტს სცემა.

"ბარნლისთან" 42-ე ტურში სტუმრად დამარცხების (2:4) შემდეგ "ფლიტვუდის" თავკაცმა ჯოუი ბარტონმა თავის თანაშემწეს, დენიელ სტენდელს გასახდელში მუშტი დაარტყა და ორი კბილის გარეშე დატოვა.

სამხრეთ იორკშირის პოლიცია ამასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს, ხოლო "ფლიტვუდმა" ფაქტი კი დაადასტურა, მაგრამ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

"ფლიტვუდის" თავდამსხმელმა კოული ვუდროუმ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ბარტონის და მისი მსგავსი სუბიექტების ადგილი ფეხბურთში არაა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სულაც არაა უცნაური ამბავი მე თუ მკითხავ ... )))
benji
00:50 15-04-2019
1

სიახლეები პოპულარული