"ჩელსიმ" ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებები დაიწყო

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებები დაიწყო და "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებელი "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის პირველი კანდიდატია.

47 წლის სპეციალისტი რომან აბრამოვიჩის ფავორიტი ყოფილა და სწორედ ლონდონელთა მფლობელს სდომებია მისი მიწვევა. ენრიკეს "ჩელსიში" მისვლის ორი ვარიანტი არსებობს. პირველი - იგი გუნდს ახლავე ჩაიბარებს და სეზონის ბოლომდე უთავკაცებს, რის შემდეგაც მისი შედეგები შეფასდება, და მეორე - ესპანელი "ჩელსიში" სეზონის ბოლოს მივა და 2,5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული