მაურისიო პოჩეტინოს ცუდ საფარზე თამაში აშინებს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემი" ინგლისის FA CUP-ის 1/8-ფინალურ ეტაპზე, გასვლით შეხვედრაში "როჩდეილს" დაუპირისპირდება. აღნიშნული კლუბის სტადიონის მოედნის საფარის ნახვის შემდეგ საგონებელში ჩავარდა "დეზების" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო.

არგენტინელი დამრიგებლის თქმით, "როჩდეილის" მინდვრის საფარი საშინელ მდგომარეობაშია და იქ ფეხბურთის თამაში უბრალოდ შეუძლებელია. ასევე დიდი რისკია, რომ მისმა ფეხბურთელებმა ტრავმა მიიღონ. იგი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადების შეტანას ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში გეგმავს.

"როჩდეილი" ინგლისის პირველ ლიგაში ასპარეზობს. მისი  და "ტოტენჰემის" შეხვედრა 18 თებერვალსაა დაგეგმილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული