არსენ ვენგერი: ახლა მხოლოდ მათემატიკური შანსები დაგვრჩა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, "ტოტენჰემთან" მარცის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. "მეთოფეთა" დამრიგებლის თქმით, ახლა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გაცილებით რთული იქნება.

"ეს ის თამაში იყო, სადაც წაგება არაფრით არ შეიძლებოდა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა და ამ შანსს,  მხოლოდ მათმეატიკური შეგვიძლია ვუწოდოთ. "ტოტენჰემთან" მატჩი უფრო მეტი იყო ვიდრე დერბი და მე ამის შესახებ ფეხბურთელებს ვესაუბრე.

ევროპის ლიგის მოგებით ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა? სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის პრემიერლიგაში წარმატება და  ოთხეულში მოხვედრაა. თუმცა, უეფას ყველაზე პრესტიჟულ
ტურნირზე გასვლა ყველანაირად უნდა ვცადოთ", - განაცხადა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული