ჟოზე მოურინიო: "ნიუკასლი" მხეცივით იბრძოდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 27-ე ტურში "მანჩესტერი" სტუმრად "ნიუკასლთან" 0:1 დამარცხდა, ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 16 ქულით ჩამორჩა, ხოლო "ლივერპული" სათოფეზე მიუახლოვდა.

ნამატჩევს "მანიუს" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ შემდეგი განაცხადა:"მეტოქე მხეცივით იბრძოდა. იმედია, ამას კომპლიმენტად მიიღებენ. საფეხბურთო ღმერთები მათ მხარეზე იყვნენ.

ამ გუნდმა შესაძლებელი და შეუძლებელი გააკეთა და ამაშია ფეხბურთის მშვენიერება. "ნიუკასლი" ქულისთვის იბრძოდა. გოლი შეცდომის შედეგად გავუშვით და მერე მოწინააღმდეგე მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული