როი კინი: ლონდონის "არსენალს" გაუმართლა

AutoSharing Option
ყოფილმა ირლანდიელმა ფეხბურთელმა როი კინმა ლონდონის "არსენალისა" და "ოსტრესუნდის" შეხვედრა შეაფასა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა "მეთოფეები" მიწასთან გაასწორა.

"არსენალმა დღეს გვაჩვენა იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა დაიწყოს გუნდმა შეხვედრა. კლუბის თამაში აბსოლუტურად ქაოსური იყო და ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობაზე იყო აგებული.

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფეხბურთელებს თამაშის არც სურვილი და არც ენერგია არ ჰქონდათ. ხშირად ვფიქრობ, როგორ უნდა იყოს ჯეკ უილშირი გუნდის კაპიტანი? ის ხომ ერთ-ერთი ზედმეტად შეფასებული მოთამაშეა მთელ პლანეტაზე.

შემიძლია ვთქვა, რომ "არსენალს" დღეს გაუმართლა. როდესაც თამაშს ასე
დაიწყებ და შემდეგ ეტაპზე გახვალ, ძალიან დიდი გამართლება გინდა", - აღნიშნა კინმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფორვარდი ხო ძალიან მაგარ გოლებს იტანდა როი კინი
irakli
16:53 23-02-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული