"ახლა მთელს სამყაროზე გაავებულნი უნდა დავრჩეთ. არ შეიძლება აგრესიულობის დაკარგვა. არაა გამორიცხული, ამან კონცენტრაციის დაკარგვა გამოიწვიოს. მითუმეტეს, როდესაც სისტემატურად იმარჯვებ. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრას ვერ ვიგებთ, მაგრამ ბოლო 4 კვირაა ურიგოდ არ ვასპარეზობთ.
ასეთ ვითარებაში ძნელია მეხუთე კვირაშიც მიაღწიო დადებით შედეგს. ყველას ესმის, რომ თუ "ნიუკასლთან" დავმარცხდით, ჩვენი საუბარი შესამჩნევად შეიცვლება".
"წითლები" "კაჭკაჭებს" პრემიერლიგის 29-ე ტურში 3 მარტს მასპინძლობენ.