"ლევანტემ" მეტოქეს 3 ქულა დაუთმო, რითაც "სარაგოსამ" უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. იმ პერიოდში კი გიორგი პაპუნაშვილის ამჟამინდელი კლუბის ღირსებას "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ანდერ ერერა იცავდა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ესპანეთის პროკურატურა ყველა პირის დასჯასა და 4-წლიან პატიმრობას ითხოვს. გარიგებულ მატჩში ერერასთან ერთად კიდევ 34 ადამიანის გვარი ფიგურირებს.