ვან გაალმა მოურინიოს შვაინშტაიგერის უპატივცემულობაში დასდო ბრალი

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "ბილდს" განუცხადა, რომ გუნდის ამჟამინდელი მენეჯერი ჟოზე მოურინიო გერმანელ ნახევარმცველს ბასტიან შვაინშტაიგერს უსამართლოდ მოექცა:

"როდესაც "მანიუს" ვედექი სათავეში, შვაინშტაიგერი უკვე ასაკოვანი იყო, მაგრამ მოხუცებული არ გახლდათ. სამწუხაროდ, მისმა ორგანიზმმა პრემიერლიგის რიტმს ვერ გაუძლო.

"ბაიერნმა" მოგვყიდა როგორც ძლიერი სტატუსის მქონე ფეხბურთელი, თუმცა ცუდ ფორმაში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მოურინიოსგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა".

2016/2017 წლების სეზონში ბასტიანმა 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და შემდეგ "ჩიკაგოში" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული