"როდესაც წამყვანი ფეხბურთელი გუნდიდან მიდის, თამაშში ხან გაკლია ის, ხან კი - არა. როცა არაფერი არ გამოგვდიოდა, ბურთს მას ვაძლევდით და ველოდით, დაებადებოდა თუ არა შეტევის განვითარებისთვის რაიმე იდეა.
როდესაც ფილი არ გვყავდა, მის ფუნქციებს სხვები ინაწილებდნენ. რამოდენიმე კვირა გავიდა, რაც "ბარსაში" გადავიდა და მისი არყოფნა არც დაგვტყობია, ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ, გუნდმა წინ გადადგა ნაბიჯი".