პრემიერლიგის 29-ე ტურში "მანჩესტერმა" 0:2-დან შემოუტრიალა თამაში "კრისტალ პალასს" და 3:2 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი "მანიუს" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა.
"მე ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების. ყოველთვის ასეა და ასე იქნება. უკანასკნელ წუთებზე მოსაგებად ცოტა იღბალიც საჭიროა. ხანდახან მხოლოდ გამარჯვებული იმსახურებს მილოცვას, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ჩემმა კოლეგამ როი ჰოჯსონმა ყველაფერი სწორად გააკეთა".