London Evening Standard-ის ცნობით, "ჩელსის" მცველმა დავიდ ლუისმა მუხლის და კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, ერთი თვე მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა და მხოლოდ 8 აპრილს "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ შეძლებს ვარჯიშის დაწყებას.
დავიდს 2016 წლის დეკემბრიდან მუხლის პრობლემა აქვს, რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა ბარსელონაში სამკურნალოდ სპეციალისტთან, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
უკანასკნელად მან 5 თებერვალს "უოტფორდთან" წაგებულ შეხვედრაში (1:4) მიიღო მონაწილეობა.