თებერვალში "ბრაიტონმა" პრემიერლიგაში 3 თამაში გამართა, საიდანაც 2-ში გაიმარჯვა, ერთი კი ფრედ დაასრულა. ამჟამად, გუნდი მე-10 პოზიციას იკავებს.
"რა თქმა უნდა, ეს კლუბისთვის დიდებული მიღწევაა. ეს ყველაფერი ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც შესანიშნავად იასპარეზეს. ჩვენ ძალიან კარგი პერიოდი გვიდგას და კარგ ფორმაში ვიმყოფებით", - აღნიშნა ჰიუტონმა.