პრემიერლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელი კრის ჰიუტონი გახდა

AutoSharing Option
თებერვლის თვის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელი "ბრაიტონის" დამრიგებელი კრის ჰიუტონი გახდა. ირლანდიელმა სპეციალისტმა ხავი გრასიას, იურგენ კლოპს, მაურისიო პოჩეტინოსა და დევიდ ვაგნერს აჯობა.

თებერვალში "ბრაიტონმა" პრემიერლიგაში 3 თამაში გამართა, საიდანაც 2-ში გაიმარჯვა, ერთი კი ფრედ დაასრულა. ამჟამად, გუნდი მე-10 პოზიციას იკავებს.

"რა თქმა უნდა, ეს კლუბისთვის დიდებული მიღწევაა. ეს ყველაფერი ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც შესანიშნავად იასპარეზეს. ჩვენ ძალიან კარგი პერიოდი გვიდგას და კარგ ფორმაში ვიმყოფებით", - აღნიშნა ჰიუტონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული