იურგენ კლოპი: მსაჯმა ნაღდი პენალტი არ მოგვცა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 30-ე ტურში "მანჩესტერთან" წაგებული მატჩი (1:2) "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ასე შეაფასა:

"უკეთ გვმართებს თავდაცვა. რა თქმა უნდა, ლუკაკუსთან ორთაბრძოლა ძნელია, მაგრამ დაცვაში თავისუფალი ზონები არ უნდა დავტოვოთ.

ორმა გაშვებულმა გოლმა საქმე გაგვირთულა. პირველ ტაიმში ორი შესანიშნავი მომენტი გვქონდა და უნდა გამოგვეყენებინა. შესვენებამდე გოლი ვერ გავიტანეთ, მეორე ტაიმში კი ჩვენს თამაშს ვეძებდით. ასეთ გუნდთან ამის გაკეთება მართლაც ძნელია.

ფელაინისა და მანეს მომემტში არბიტრს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ეს ცხადი იყო. ყველაფერ ამან შედეგი განაპირობა - წავაგეთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული