"ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი მაისამდე იუქმებს

AutoSharing Option
"მირორის" ცნობით, "ტოტენჰემის" თავდამსხმელის ჰარი კეინის "ბორნმუთთან" ინგლისის ჩემპიონატის 30-ე ტურში მიღებული ტრავმა სერიოზულია და მაისამდე უქმობა მოუწევს.

თუმცა, "გარდიანის" ჟურნალისტი დევის ჰატნერი იუწყება, რომ ჰარის კოჭ-წვივი ისევ დასიებული აქვს, რენტგენის სურათი ჯერ არ გადაუღიათ და რაიმე დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

"დეზების" მენეჯერმა მაურიციო პოჩეტინიომ განაცხადა, რომ კეინს იმავე ადგილას ადრე ტრავმა ჰქონდა და იმედია, არაფერი სერიოზული არ სჭირს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული