კეინს ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდამდე 1 გოლიღა აკლია

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "მაინცი" 8:1 გაანადგურა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში მიუნხენელთა ინგლისელმა ფორვარდმა ჰარი კეინმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბუნდესლიგის სეზონში უკვე 30 გოლი მოუგროვდა.

30 წლის თავდამსხმელს ახლა მხოლოდ 1 გოლი აკლია და სადებიუტო სეზონებით ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდს დაამყარებს, რითიც 1963/64-წლებში უვე ზეელერის ნაჩვენებ შედეგს გააუმჯობესებს.

ჯამში კეინმა "ბაიერნის" მაისურით 34 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ გოლების გატანას არ მოუკლებს და ვინ იცის,სადებიუტო წლის კი არა,აბსოლიტური რეკორდიც დაამყაროს.
სოსო
18:29 10-03-2024
0
უვე სილერი ვინაა ? DD
zura222
17:43 10-03-2024
6

სიახლეები პოპულარული