"არსენალის" ფეხბურთელები გაჰყვიროდნენ: "როგორც იქნა, ალექსის სანჩესი მოვიშორეთ". მას გასახდელში პატივს არ სცემდნენ. მათ სერიოზულად ეგონათ, რომ ალექსისი პუბლიკაზე თამაშობდა", - ციტირებს ჟურნალისტის სიტყვებს Balls.ie.
ჰონიგშტეინმა ასევე აღნიშნა:
"არ ვიცი, სანჩესის წასვლის შემდეგ "არსენალი" უკეთესი გახდა თუ არა, როგორც გუნდი, მაგრამ გასახდელში აშკარად უფრო ბედნიერები გახდნენ".
აქვე გეტყვით, რომ ალექსის სანჩესმა "არსენალის" მაისურით 122 მატჩში მიიღო მონაწილეობა და
ჩილელი ფეხბურთელი "არსენალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 2018 წლის ზამთარში გადავიდა, ხოლო სანაცვლოდ "მეთოფეებმა" ჰენრიხ მხითარიანი აიყვანეს.