გერმანელი ჟურნალისტი: ალექსის სანჩესს "არსენალის" გასახდელში პატივს არ სცემდნენ

AutoSharing Option
საფეხბურთო ჟურნალისტმა და წიგნის "ხმაური მომეცით: იურგენ კლოპის ისტორია" ავტორმა რაფაელ ჰონიგშტეინმა მოჰყვა, რომ ლონდონის "არსენალის" გასახდელში ალექსის სანჩესს პატივს არ სცემდნენ.

"არსენალის" ფეხბურთელები გაჰყვიროდნენ: "როგორც იქნა, ალექსის სანჩესი მოვიშორეთ". მას გასახდელში პატივს არ სცემდნენ. მათ სერიოზულად ეგონათ, რომ ალექსისი პუბლიკაზე თამაშობდა", - ციტირებს ჟურნალისტის სიტყვებს Balls.ie.

ჰონიგშტეინმა ასევე აღნიშნა:

"არ ვიცი, სანჩესის წასვლის შემდეგ "არსენალი" უკეთესი გახდა თუ არა, როგორც გუნდი, მაგრამ გასახდელში აშკარად უფრო ბედნიერები გახდნენ".

აქვე გეტყვით, რომ ალექსის სანჩესმა "არსენალის" მაისურით 122 მატჩში მიიღო მონაწილეობა და
60 გოლი გაიტანა.

ჩილელი ფეხბურთელი "არსენალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 2018 წლის ზამთარში გადავიდა, ხოლო სანაცვლოდ "მეთოფეებმა" ჰენრიხ მხითარიანი აიყვანეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული