არსენ ვენგერმა ოლივიე ჟირუსა და ტეო უოლკოტის წასვლის მიზეზი გაამხილა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ოლივიე ჟირუსა და ტეო უოლკოტის ტრანსფერებზე ისაუბრა, რომლებმაც კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვეს.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, როგორც ფრანგს, ისე ინგლისელს, "ემირაეტსის" დატოვება არ სურდათ, თუმცა ნაკლები სათამაშო დროის გამო ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ორივე ფეხბურთელს კი "მეთოფეთა" გუნდი ძალიან უყვარს.

ტეო უოლკოტი, ვინც ახლა ბურთს "ევერტონში" აგორებს, "არსენალში" 12 წლის განმავლობაში ირჯებოდა და "მეთოფეები" 20 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დატოვა.

ოლივიე ჟირუ კი, რომელიც ლონდონის "ჩელსის" წევრია, 18 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გასხვისდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული