"არ მწყენია, რომ ჟოზე მოურინიომ "მანიუს" გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა. ასეთი სამუშაო ყველას უნდა. ეს მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია.
ვფიქრობ, მას ეს უნდოდა. თუმცა, შესანიშნავ გუნდში, "ჩელსიშიც" შეეძლო წარმატებისთვის მიეღწია. ის მეცამეტე ადგილზე იყო, მე კი - მეოთხეზე. თუმცა, არ ვადანაშაულებ.
არასწორად მომექცა ვუდვორდი. მან მითხრა, ყურადღება არ მიაქციო, რასაც გაზეთებში წერენ, ჩვენ შენი მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართო. მერე ინგლისის თასი მოვიგე და
პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად გვარდიოლას ვთვლი. მან "სიტისგან" მანქანა შექმნა, მეც მაგას ვაპირებდი. მას უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს. მე "იუნაიტედში" ამის მისაღწევად უფრო დიდი ხანი დამჭირდებოდა. სამწუხაროდ, ეს დრო არ მომცეს", - განუცხადა ლუიმ "სპორტ ბილდს".