პრე­მი­ერ­ლი­გა. XXXII ტუ­რის წინ: ლონდონური დერ­ბი კე­ი­ნის გა­რე­შე

AutoSharing Option
პრე­მი­ერ­ლი­გის მო­რი­გი ტუ­რის მთა­ვა­რი მატ­ჩი ლონ­დო­ნუ­რი დერ­ბია. "სტემ­ფორდ ბრიჯ­ზე" "ჩელ­სი" "ტო­ტენ­ჰემს" და­უხ­ვ­დე­ბა. რა თქმა უნ­და, ძვე­ლი მე­ტო­ქე­ე­ბის ჯახს ინ­ტ­რი­გა არც ისე აკ­ლია და მას კი­დევ უფ­რო ამ­ძაფ­რებს სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა.

ამ კუთხით საქ­მე უფ­რო ცუ­დად ან­ტო­ნიო კონ­ტეს და­მოძღ­ვ­რილ "არ­ის­ტოკ­რა­ტებს" აქვთ. ისი­ნი ცხ­რილ­ში მე-5 ად­გილ­ზე არი­ან და 5 ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბი­ან "ტო­ტენ­ჰემს", რო­მე­ლიც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ში გამ­ს­ვ­ლელ მე­ოთხე ად­გილ­ზეა.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ეს სამ­კ­ვ­დ­როსა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის თა­მა­შია ორი­ვე გუნ­დის­თ­ვის და დან­დო­ბაც არ იქ­ნე­ბა. ცუ­დი ის არის, რომ დერ­ბის ტრავ­მის გა­მო და­აკ­ლ­დე­ბა "დე­ზე­ბის" უპირ­ვე­ლე­სი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ჰა­რი
კე­ი­ნი. რთუ­ლია, მაგ­რამ რას ვი­ზამთ მა­უ­რი­სიო პო­ჩე­ტი­ნოს მი­ერ გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი გუნ­დი კე­ი­ნის გა­რე­შე თა­მაშს უნ­და მი­ეჩ­ვი­ოს.

სა­ინ­ტე­რე­სო გას­ვ­ლი­თი შეხ­ვედ­რა ელის "მან­ჩეს­ტერ სი­ტის". ენა რო­გორ მოგ­ვიბ­რუნ­დე­ბა, პეპ გვარ­დი­ო­ლას გუ­ნ­დი რო­მე­ლი­მე პრე­მი­ერ­ლი­გელ­თან ფა­ვო­რი­ტად არ შევ­რაცხოთ, მაგ­რამ ფა­ქ­ტია, რომ თით­ქ­მის ჩემ­პი­ონს "ევერ­ტო­ნ­თან" ბო­ლო შეხ­ვედ­რებ­ში ძა­ლი­ან უჭ­ირს. "ეტი­ჰად­ზე" პირ­ვე­ლი წრის მატ­ჩი 1:1 რომ დას­რულ­და, სწო­რედ ზე­მოთ­ქ­მუ­ლის დას­ტუ­რია.

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გი­დან ნა­ად­რე­ვად გა­ვარ­დ­ნის შემ­დეგ "მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტედს" სა­ში­ნაო ას­პა­რეზ­ზე აქვს და­სა­ცა­ვი პრეს­ტი­ჟი. "სუ­ონ­სი", ერ­თი შე­ხედ­ვით, გა­და­უ­ლა­ხა­ვი ბა­რი­ე­რი ნამ­დ­ვი­ლად არ ჩანს, მაგ­რამ ნურც იმას და­ვი­ვიწყებთ, რომ "წი­თე­ლი ეშ­მა­კე­ბი" არას­ტა­ბი­ლუ­რად თა­მა­შო­ბენ. ასე რომ, გა­მო­რიცხუ­ლი არა­ფე­რია.

ბო­ლოს და ბო­ლოს, უნ­და მო­ი­გოს "არ­სე­ნალ­მა". არ­სენ ვენ­გე­რის გუნდს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ში მოხ­ვედ­რის შან­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ აქვს, მაგ­რამ სა­ხეს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. ვენ­გე­რი უფ­რო და უფ­რო ხში­რად ხდე­ბა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი და თუ ინ­გ­ლი­სურ მე­დი­ას და­ვუ­ჯე­რებთ, ზაფხულ­ში მი­სი წას­ვ­ლის შან­სი ძა­ლი­ან დი­დია.

და­სა­ხელ­და კან­დი­და­ტუ­რაც: ლონ­დო­ნურ კლუბ­ში ჩი­ნე­თი­დან აბარ­გე­ბულ ფა­ბიო კა­პე­ლოს ელი­ან, ვინც "არ­სე­ნალ­ში" გან­ვი­თა­რე­ბის თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი ერა უნ­და და­იწყოს. ლონ­დო­ნე­ლებს ტრა­დი­ცი­უ­ლად არ ეყო­ლე­ბათ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, თუმ­ცა ისი­ნი სა­კად­რო პრობ­ლე­მებს დი­დი ხა­ნია, შე­ეჩ­ვივ­ნენ.

ფაქ­ტე­ბი
  • "კრის­ტალ პა­ლა­სი­სა" და "ლი­ვე­რ­პუ­ლის" ბო­ლო 2 შეხ­ვედ­რა მერ­სი­სა­ი­დე­ლთა გამარჯვებით დასრულდა.
  • "ნი­უ­კას­ლი­სა" და "ჰა­დერ­ს­ფილ­დის" ბო­ლო 5 შეხ­ვედ­რი­დან 4-ში 2,5ზე მე­ტი გო­ლი გა­ვი­და.
  • "ბორ­ნ­მუთ­მა" "უოტ­ფორ­დი" ბო­ლოს 2015 წელს და­ა­მარ­ცხა.
  • "ვესტ ჰე­მი­სა" და "სა­უთ­ჰემ­პ­ტო­ნის" ბო­ლო 3 შეხ­ვედ­რი­დან თი­თო­ე­ულ­ში 2,5ზე მე­ტი გო­ლი გა­ვი­და.
  • ბო­ლო 3 მატ­ჩია, "მან­ჩეს­ტერ სი­ტი" ვერ ახერ­ხებს "ევერ­ტო­ნის" და­მარ­ცხე­ბას.
  • "არ­სე­ნა­ლი­სა" და "სტო­კის" ბო­ლო მატ­ჩი "სტო­კის" გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და.
  • "ჩელ­სი­სა" და "ტო­ტენ­ჰე­მის" ბო­ლო 5 მატ­ჩი­დან 4-ში 2,5ზე მე­ტი გო­ლი გა­ვი­და.

პრე­მი­ერ­ლი­გა. XXXII ტუ­რი
შა­ბა­თი, 31 მარ­ტი
კრ. პა­ლა­სი-ლი­ვერ­პუ­ლი 15:30
ბრა­ი­ტო­ნი-ლეს­ტე­რი 18:00
მან­ჩეს­ტერ იუნ-სუ­ონ­სი 18:00
ნი­უ­კას­ლი-ჰა­დერ­ს­ფილ­დი 18:00
უოტ­ფორ­დი-ბორ­ნ­მუ­თი 18:00
ვესტ ბრომ­ვი­ჩი-ბარ­ნ­ლი 18:00
ვესტ ჰე­მი-სა­უთ­ჰემ­პ­ტო­ნი 18:00
ევერ­ტო­ნი-მან­ჩეს­ტერ სი­ტი 20:30

კვი­რა, 1 აპ­რი­ლი
არ­სე­ნა­ლი-სტო­კი 16:30
ჩელ­სი-ტო­ტენ­ჰე­მი 19:00

ბომ­ბარ­დი­რე­ბი: 28 მო­ჰა­მედ სა­ლა­ჰი (ლი­ვერ­პუ­ლი); 24 ჰა­რი კე­ი­ნი (ტო­ტენ­ჰე­მი); 21 სერ­ხიო აგუ­ე­რო (მან­ჩეს­ტერ სი­ტი); 15 რა­ჰიმ სტერ­ლინ­გი (მან­ჩეს­ტერ სი­ტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული