ამ კუთხით საქმე უფრო ცუდად ანტონიო კონტეს დამოძღვრილ "არისტოკრატებს" აქვთ. ისინი ცხრილში მე-5 ადგილზე არიან და 5 ქულით ჩამორჩებიან "ტოტენჰემს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ მეოთხე ადგილზეა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სამკვდროსასიცოცხლო მნიშვნელობის თამაშია ორივე გუნდისთვის და დანდობაც არ იქნება. ცუდი ის არის, რომ დერბის ტრავმის გამო დააკლდება "დეზების" უპირველესი ვარსკვლავი ჰარი
საინტერესო გასვლითი შეხვედრა ელის "მანჩესტერ სიტის". ენა როგორ მოგვიბრუნდება, პეპ გვარდიოლას გუნდი რომელიმე პრემიერლიგელთან ფავორიტად არ შევრაცხოთ, მაგრამ ფაქტია, რომ თითქმის ჩემპიონს "ევერტონთან" ბოლო შეხვედრებში ძალიან უჭირს. "ეტიჰადზე" პირველი წრის მატჩი 1:1 რომ დასრულდა, სწორედ ზემოთქმულის დასტურია.
ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გავარდნის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" საშინაო ასპარეზზე აქვს დასაცავი პრესტიჟი. "სუონსი", ერთი შეხედვით, გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ "წითელი ეშმაკები" არასტაბილურად თამაშობენ. ასე რომ, გამორიცხული არაფერია.
ბოლოს და ბოლოს, უნდა მოიგოს "არსენალმა". არსენ ვენგერის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვს, მაგრამ სახეს შენარჩუნება სჭირდება. ვენგერი უფრო და უფრო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი და თუ ინგლისურ მედიას დავუჯერებთ, ზაფხულში მისი წასვლის შანსი ძალიან დიდია.
დასახელდა კანდიდატურაც: ლონდონურ კლუბში ჩინეთიდან აბარგებულ ფაბიო კაპელოს ელიან, ვინც "არსენალში" განვითარების თვისობრივად ახალი ერა უნდა დაიწყოს. ლონდონელებს ტრადიციულად არ ეყოლებათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, თუმცა ისინი საკადრო პრობლემებს დიდი ხანია, შეეჩვივნენ.
ფაქტები
- "კრისტალ პალასისა" და "ლივერპულის" ბოლო 2 შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა.
- "ნიუკასლისა" და "ჰადერსფილდის" ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში 2,5ზე მეტი გოლი გავიდა.
- "ბორნმუთმა" "უოტფორდი" ბოლოს 2015 წელს დაამარცხა.
- "ვესტ ჰემისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 3 შეხვედრიდან თითოეულში 2,5ზე მეტი გოლი გავიდა.
- ბოლო 3 მატჩია, "მანჩესტერ სიტი" ვერ ახერხებს "ევერტონის" დამარცხებას.
- "არსენალისა" და "სტოკის" ბოლო მატჩი "სტოკის" გამარჯვებით დასრულდა.
- "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 2,5ზე მეტი გოლი გავიდა.
პრემიერლიგა. XXXII ტური
შაბათი, 31 მარტი
კრ. პალასი-ლივერპული 15:30
ბრაიტონი-ლესტერი 18:00
მანჩესტერ იუნ-სუონსი 18:00
ნიუკასლი-ჰადერსფილდი 18:00
უოტფორდი-ბორნმუთი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ბარნლი 18:00
ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 18:00
ევერტონი-მანჩესტერ სიტი 20:30
კვირა, 1 აპრილი
არსენალი-სტოკი 16:30
ჩელსი-ტოტენჰემი 19:00
ბომბარდირები: 28 მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 24 ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"