"ტოტენჰემმა" "ჩელსი" 3:1 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 32-ე ტურში "ტოტენჰემმა" "სტემფორდ ბრიჯზე" 3:1 მოუგო "ჩელსის".

ანგარიში 30-ე წუთზე "არისტოკრატთა" თავდამსხმელმა ალვარო მორატამ გახსნა, 45-ე წუთზე კრისტიან ერიკსენმა საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში დელე ალიმ ორჯერ დაამწუხრა მასპინძელთა გუნდის 36 წლის მეკარე ვილი კაბალიერო.

აღსანიშნავია, რომ ამ სტადიონზე "დეზებმა" "ჩელსის" ბოლოს 28 წლის წინ მოუგეს. "ტოტენჰემის" ტრავმამორჩენილი თავდამსხმელი ჰარი კეინი შეცვლაზე 74- წუთზე შევიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული