"ჟოზე მოურინიო ძალიან კარგი პიროვნებაა. ის ნამდვილად ჯერ კიდევ "განსაკუთრებული" ადამიანია. სადაც უნდა იყოს, ის გამოდის, რათა გაიმარჯვოს.
მასთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და პორტუგალიელის მიმართ დიდი პატივისცემა მქონდა.
იმედი მაქვს, "მანჩესტერი" წელს ინგლისის თასს მოიგებს, რითაც მოურინიო "განსაკუთრებულის" ტიტულს შეინარჩუნებს.
როდესაც "იუნაიტედში" თამაშობ, ყოველთვის გამარჯვება მოგეთხოვება", - აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.
მომზადებულია Espn.com-ის მიხედვით