ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მოურინიო კვლავ "განსაკუთრებული" ადამიანია

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც ამერიკის კლუბ "გალაქსიში" სათამაშოდ რამდენიმე კვირის უკან გადავიდა და დუბლიც შეასრულა, ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

"ჟოზე მოურინიო ძალიან კარგი პიროვნებაა. ის ნამდვილად ჯერ კიდევ "განსაკუთრებული" ადამიანია. სადაც უნდა იყოს, ის გამოდის, რათა გაიმარჯვოს.

მასთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და პორტუგალიელის მიმართ დიდი პატივისცემა მქონდა.

იმედი მაქვს, "მანჩესტერი" წელს ინგლისის თასს მოიგებს, რითაც მოურინიო "განსაკუთრებულის" ტიტულს შეინარჩუნებს.

როდესაც "იუნაიტედში" თამაშობ, ყოველთვის გამარჯვება მოგეთხოვება", - აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია Espn.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული