ემრე ჩანმა შესაძლოა "ლივერპულის" მაისურით საერთოდ აღარ ითამაშოს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ემრე ჩანის კარიერა "ლივერპულში" დასრულდა. 24 წლის ნახევარმცველმა ზურგის ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო.

ამ დაზიანების მორჩენას კი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ვერ შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

გათვალისწინებით იმისა, რომ ჩანს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს, მისი "ლივერპულური" კარიერა დასრულებული ჩანს.

ზაფხულში გერმანელი, დიდი ალბათობით, ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული