მასიმილიანო ალეგრი "ჩელსის" ჩაბარებაზე თანახმაა, მაგრამ რამდენიმე პირობით

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" ამჟამინდელი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი ლონდონის "ჩელსის" გაწვრთნაზე თანახმაა, ოღონდ კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩისთვის მოთხოვნები აქვს.

50 წლის მწვრთნელს გასამრჯელოს სახით 14 მილიონი ევროს მიღება სურს. ზუსტად ამდენს იღებს ჟოზე მოურინიო "მანჩესტერში".

ამას გარდა, ალეგრის "სტემფორდ" ბრიჯზე მისი ახლანდელი შეგირდების, ფედერიკო ბერნანდესკის, მირალემ პიანიჩისა და როდრიგო ბენტაკურის მიწვევა აქვს განზრახული.

მომზადებულია Calciomercato.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული